მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე უარს ვერ იტყვის. კომენტარი მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა და განმარტა, რომ მოლაპარაკებების გზით შედეგის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია:
“ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ყოველმხრივ გვბლოკავს. ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მართავენ და ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ. ისინი თავისუფალნი არიან, რომ ჩვენს ოკუპანტს დაელაპარაკონ. ვიცით, რომ სამხედრო გზა, ჩვენი გზა არ არის. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. ეს არ არის დათმობის გზა, ამ გზაზე არ შეიძლება, დადიოდნენ ოპოზიციონერები, რათა თავიანთი პოლიტიკური სტატუსი აიმაღლონ. ეს გზა ქვეყნის შიგნით, ყველა პარტიაში კარგად უნდა იყოს შეთანხმებული”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.