სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი აკაკი მაჭუტიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასსა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მაჭუტიძის თქმით, მთელი დღე სამსახურში იყო, ახლაც მუშაობს და მსგავსი არაფერი მომხდარა. ”სამსახურში ვარ ახლაც. მანამდეც აქ ვიყავი, მთელი დღეა სამსახურში ვარ. არსად შევხვედრივარ. რა სისულელეა! ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე!”, – განაცხადა მაჭუტიძემ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში.
”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ახალციხეში, ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა. პარტიის წევრ ელენე ხოშტარიას განცხადებით, მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე ინფორმაციით, ინციდენტში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მონაწილეობდა.