“ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მივიღოთ“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
იანოშ ჰერმანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მალე მოხდება.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ჩვენგანს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მივიღოთ“, – განუცხადა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს.
26 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიმართა ევროკავშირის საბჭოს მოწოდებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით დაიწყოს მოლაპარაკებები „შემდგომი გადავადების გარეშე“.
ჰერმანი – მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მივიღოთ
2016/10/28 12:26:44
ნანახია: 1445 ჯერ