არჩევნების მეორე ტურისთვის შს სამინისტრო მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
მინისტრი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
”საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. მეორე ტურზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, ჩვენ მოქალაქეებს მიეცემათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
დღეს საქართველოში არჩევნების მეორე ტური იმართება.
კომენტარები