ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცესკო-ს შედეგებს ფეისბუქ-პოსტით ეხმაურება:
“ხომ ვამბობდი ქართული ოცნება ყველა უბანს მოიგებსთქო? პოპკრონი რომ ნაყიდი მქონდა ალბათ გახსოვთ. ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას, რისი საშუალებაც თავად მისცეს ოპონენტებს” – წერს ჟორჟოლიანი.
ტელეწამყვანის პოსტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა გამოეხმაურა: “არა და არ ვთვლი თავს “გაბანძებულად”. უბრალოდ, უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულად. არა უშავს, fight must go on (ბრძოლა უნდა გაგრძელდეს)”.
კომენტარები