შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელი მოაწერეს.
ამ მიზნით პარტიის წევრები დღეს დილიდან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან. შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა მოაწერეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას არ ჰქონდა მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.
კომენტარები