თბილისში, „ვარკეთილის ხიდებთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, მეორე კი სხვადასხვა დაზიანებით „ინგოროყვას“ კლინიკაშია გადაყვანილი.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ავტობუსების გაჩერებაზე ავარდა და მოქალაქეებს დაეჯახა.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები