კახა კალაძის მხარდამჭერ „ფეისბუქ“-გვერდზე თბილისის მერის კომენტარი ვრცელდება, სადაც ის თბილისისა და ოჯახის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:
„მე, ამ ქალაქისთვის არა უბრალოდ კარგი, არამედ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო მინდა, ეს არის ჩემი ამბიცია, ჩემი როგორც პოლიტიკოსის, როგორც მოქალაქის, როგორც თბილისის სამსახურში მდგომი საჯარო მოსამსახურის მიზანი, გნებავთ გამოწვევა და თქვენგან დაკისრებული ვალდებულება.
ბედნიერი ვარ, როცა სამუშაო დღის ბოლოს, ვბრუნდები სახლში და ჩემს ოთხ პატარა თბილისელს, ჩემს მეუღლეს ვუყვები, თუ როგორ ჩაიარა მორიგმა სამუშაო დღემ, ვუყვები იმ გეგმებზე, რასაც ვახორციელებთ მათთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობს და მომავალში იცხოვრებს. ბედნიერი ვარ, როცა რიგითი მოქალაქეების თვალებში ვხედავ მხარდაჭერას, მოწონებას და იმედს, რომ ჩვენი თბილისი არა მხოლოდ კარგი, არამედ საუკეთესო ქალაქი იქნება“.