პირი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.
პირველადი ინფორმაციით, ბანკის ფილიალში შეჭრილი პირი შეიარაღებულია და მძევლები ჰყავს აყვანილი.
პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.
კომენტარები
