ბატონმა ბიძინამ ამ კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა. მოგეხსენებათ, ის, წლების განმავლობაში, სოციალურ ინვესტიციებს ახორციელებს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს სანატორიუმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ორი წლის წინ დაანონსებული გეგმა აღსრულების ეტაპზეა. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სანატორიუმებს პრივატიზაციისთვის, რადგან, ბიზნესისთვის, ეს საკმაოდ მიმზიდველია.
„ბიძინა ივანიშვილის მიზანია კერძო ბიზნესის წახალისება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ან კერძო ბიზნესს დასჭირდება დახმარება ამ მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებაში, ის და მისი „ქართუ ფონდი“, როგორც ყოველთვის, მზად არის დასახმარებლად. ისე აეწყო ეს გეგმა და იმდენად მაღალია ბიზნესის ინტერესი, რომ პრივატიზაციაში ბიზნესი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.