პრესის თავისუფლების ფონდი, არასამთავრობო საინფორმაციო ორგანიზაცია Intercept-ი დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე მისავე პოსტებზე არსებობს ფასიანი წინასწარი წვდომის პროგრამა.
სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული პრაქტიკა არის ექსტრაორდინარული, კორუფციული და არაკონსტიტუციური. კერძოდ, მათი განცხადებით, ის არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომლის მიხედვითაც, პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლებს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ პრეზიდენტის განცხადებებთან წვდომაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ხშირად სწორედ თავის სოციალურ ქსელში აკეთებს.
Truth Social-ზე ფასიანი წვდომის პროგრამა აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდა, რომლის ღირებულება თვეში 100 000 დოლარს შეადგენს.
კომენტარები
