ხარაგაულის რაიონში, სოფელ ზვარეში ოთხი მუშის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს, – ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარები