დარწმუნებული ვარ, ქართველს რომ ეცემა ჩინელი მუშა სასწრაფოდ დააკავებდნენ და ციხეშიც ამოალპობდნენ, – ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოვუწოდებ ხელისუფლების შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება სოფელ ზვარეში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით.
ჩინური კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა რომლებიც რკინიგზაზე სამუშაოებს ახორცილებენ ქართველი მუშები ნაჯახებით და არმატურებით სასიკვდილოდ სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გაუგებარია ამ წუთამდე რატომ არავინაა დაკავებული. დარწმუნებული ვარ, ქართველს რომ ეცემა ჩინელი მუშა სასწრაფოდ დააკავებდნენ და ციხეშიც ამოალპობდნენ.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ქართველი კაცი იყოს დაჩაგრული და დაბეჩავებული.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება” მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამნაშავე პირები ქართველ მუშებზე განხორციელებული თავდასხმის გამო”, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.