გიგი უგულავას ღია წერილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით საყვარელიძის მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება. ჩერგოლეიშვილი დავით საყვარელიძეს ნარცისს უწოდებს.
„განმარტება გახდა საჭირო. ძალიან ამაზრზენია გიგის ბიძინასთან გარიგებაზე მინიშნება ამ ნარცისის მხრიდან. განსაკუთრებით გარემოებების გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ გიგი უგულავა ქვეყნიდან არ მოხეულა, ციხეში ზის“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართა. ასევე, უგულავა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც აფასებს და საკუთარ გეგმებზე საუბრობს. როგორც წერილიდან ირკვევა, გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით საყვარელიძეზე – ძალიან ამაზრზენია უგულავას ივანიშვილთან გარიგებაზე მინიშნება ამ ნარცისის მხრიდან
2016/11/04 16:36:01
ნანახია: 1518 ჯერ