წავკისში, სანდრო კაკულიას ძმის ცხედარი მეზობელის გოგომ აღმოაჩინა.
მეზობლების ინფორმაციით, ირაკლი კაკულიას ცხედარი მეზობლის გოგონამ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, აივანზე თოკზე ჩამომხვრჩალი იპოვა. სახლი კაკულიების ნათესავს ეკუთვნის.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ორი დღე ეძებდნენ. იკას ტელეფონზე ურეკავდნენ და არ პასუხობდა. აქ ხშირად იყო. თბილისიდან ამოდიოდა და მარტო რჩებოდა ხოლმე. სახლის პატრონი აქ მხოლოდ ზაფხულში მოდის. თბილისიდან დარეკეს და გვითხრეს, ზარი გადის და არ პასუხობსო. მეზობლის გოგოს, აივანზე, თოკზე ჩამომხვრჩალი იკა უნახავს და ცუდად გამხდარა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მეზობელი.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
სანდრო კაკულიას ძმის ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა
2016/11/05 11:29:49

ნანახია: 2363 ჯერ