მკვლელობა მოხდა ქუთაისში. ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ის ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ლომბარდში მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობმა პირმა ესროლა.
,,პოლიეთილენის პარკით საჭმელი მიჰქონდა და უცებ ვიღაც მამაკაცი მოახტა ზურგზე. თავიდან წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი უცნობმა ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ თვითმხილველები.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები