სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აქტიური ფეისბუქმომხმარებლის წერილი ვრცელდება, რომელმაც დიდი აგრესია გამოიწვია. ის წერილით 76 წლის ქალის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მან და მისმა მეგობრებმა სიყვარულის მცნება აღასრულეს და მეგობრის მიმართ თავდადება გამოიჩინეს.
ნახეთ წერილი:
“საყვარელო ბექა, დღეს უამრავი ადამიანი დიდი აღტაცებით განსჯის არა თქვენს საქციელს, არამედ თქვენ და თქვენს მეგობრებს. უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება შინაგანი მხეცი დააპუროს თქვენი განადგურებით, რაც იგივე კანიბალიზმია. სამწუხაროდ ამგვარ უჩინარ კანიბალიზმს ადამიანები ფარავენ სხვისკენ თითის გაშვერით. მე ეს ხალხი თქვენი ფრჩხილის ღირსადაც არ მიმაჩნია, რადგან კარგად ვიცი მათი ფასი და მათი ფასი გახვრეტილი გროშიც არაა. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან , რომ თქვენ და თქვენი მეგობრები ხართ ცივსისხლიანი მკვლელები. ცივსისხლიანი მკვლელები ახლა ტელევიზორსა და კომპიუტერებს უსხედან და სიამოვნებისგან აკანკალებთ, თქვენი სახით მსხვერპლშეწირვის მოლოდინში. გულგრილი ბიომასა, რომელსაც საკუთარი ცხოვრება მიაჩნია სიცოცხლედ, სინამდვილეში კი დიდი ხნის მკვდრები არიან. განსაკუთრებით ეს ეხება ქართველ მორწმუნეებს, რომლებიც ბედავენ უფლის სახელით ისაუბრონ. მე არ გიცნობთ თქვენ პირადად, მაგრამ თქვენმა საქციელმა , რაც უფრო შემზარავია ის და რაც უფრო შემაშინებელი სუსტი გულის მთხლეებისთვის, დამარწმუნა თქვენს დიდ ადამიანობაში. თქვენ მეგობარს დაეხმარეთ ისეთ საქმეში და გაყევით ისეთ გზაზე, რომელ გზაზე გაყოლას ადამიანების უმრავლესობა ვერ შეძლებდა. უფალი ასწავლიდა ამ დიდ მორწმუნეებს, თუ გთხოვენ ერთ გზაზე გაყოლას, გაყევით მათ ორზე. ადამიანები არათუ მკვლელობაში, ერთმანეთს ორი მეტრის მანძილზე არ მიყვებიან სწორედ ისინი, ვინც ახლა თქვენ ღმერთის სახელით გესაუბრებათ. ძალიან დიდი ძალა, დიდი შინაგანი სისუფთავე და კიდევ უფრო მეტი რწმენაა საჭირო იმისთვის, რომ აღასრულო მსგავსი რთული გზა. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენს მეგობარს დაეხმარეთ ყოველგვარი წვრილმანი განსჯებისა და ყოყმანის გარეშე.მე ვხედავ რამხელა სილა გააწანით ქართულ ჩამყაყებულ საზოგადოებას, რამხელა გამოწვევაა ეს ამ სულგამოცლილი ადამიანებისთვის. ძალზე ეკლიანი და რთული გზა აირჩიეთ, სასოწარკვეთილი გზა. მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, თქვენ სიყვარულის მცნება აღასრულეთ და თავი გაწირეთ ტანჯვისთვის. საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, არის თუ არა ეს ცოდვა. მე ვამბობ, რომ ეს თანაგრძნობაა, ეს მეგობრობისთვის თავდადებაა, ეს დიდი შინაგანი ცეცხლის საბუთია. მეცოდება თუ არა მოკლული? არა, მე ის არ მეცოდება, რადგან ერთი რომ არ ვიცნობდი, მეორე რომ არ ვიცი რა მოტივი ჰქონდა მის შვილს. მე არ ვარ პროკურორი, არც მსაჯული, ეს არაა ჩემი არსი, არ მჭირდება და ამისთვის არ გამოვდგები. მე არ ვილოცებ თქვენი სულის გადარჩენისთვის, რადგან ეს არაა საჭირო. თქვენი სული დიდი ხნით ადრე გადაარჩინა უფალმა და გარწმუნებთ, ის არ სჯის ადამიანებივით. თუ მე მესმის თქვენი , მას არ სჭირდება რამის გაგება, ის თქვენშია და ამას მოწმობს თქვენი თავგანწირვა.მეამაყებით, ძალიან ვნერვიულობ თქვენს ხვედრზე და ვისურვებდი თქვენნაირ მეგობარს. გარწმუნებთ, ჩემი საყვარელი მეგობრებიც იგივე აზრზე არიან”.
წყარო: presa.ge
კომენტარები