თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინიციატივას ეხმაურება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. სესიაშვილს მიაჩნია, რომ ლევან იზორიას გადაწყვეტილება, აღდგეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო გაწვევა, დადებითად უნდა ჩაითვალოს:
“თავის დროზე, როცა თინათინ ხიდაშელმა თავისი ბრძანებით შეწყვიტა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიღება, მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე იმ ნაწილში, რომ ამაზე საჭირო იყო ფართო მსჯელობა. თავისთავად ცხადია, ჩვენი კომიტეტი უფრო სიღრმისეულად განიხილავს და გაანალიზებს საკითხებს.
რამდენიმე წუთის წინ მინისტრთან უკვე მქონდა საუბარი და ჩვენ დავგეგმეთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტზე რამდენიმე მოსმენას ჩავატარებთ, მათ შორის დახურულსაც, რათა პარლამენტი მთავრობასთან ერთად მაქსიმალურად ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში”, – განაცხადა სესიაშვილმა.
“როცა თინათინ ხიდაშელმა შეწყვიტა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიღება, მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე”
2016/11/07 14:59:48
ნანახია: 1599 ჯერ