საბაჟო გამშვებ პუნქტებში ”სადახლო-საავტომობილო“ და ”ყაზბეგში“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი (574 კაფსულა) მედიკამენტი და ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანა“ (3,95 გრ.) აღმოაჩინეს, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იტყობინებიან.
მათი ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
კომენტარები