საქართველომ 2008 წელს იბრძოლა 5-დღიანი ომი რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გამო, რომელიც დასრულდა დამამცირებელი მარცხით, ტერიტორიების დაკარგვით და ათი ათასობით ქართველის გადასახლებით, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იყო მთავარსარდალი სააკაშვილი, – ნათქვამია BBC-ის სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მისი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, ხურავდა კრიტიკული მედიის ტელეკომპანიას, ძალადობრივი გზებით არბევდა საპროტესტო აქციებს, სძალავდა ფულს ბიზნესებს და ათასობით ადამიანს აპატიმრებდა წვრილმანი დანაშაულისთვის.
„ბოლო წვეთი იყო 2012 წლის არჩევნების საღამოს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ციხეში წამებისა და ძალადობის ფაქტები. მოსახლეობამ ხმა მისცა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რითაც დაასრულა მათი 9-წლიანი მმართველობა“, – ნათქვამია სტატიაში.