მაია რჩეულიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს და პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ ახერხებდა ფორმაში ყოფნას გისოსებს მიღმა, როცა საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ჩაცმისადმი დიდი სიყვარული…
მაია რჩეულიშვილი:
„ფორმაში ყოფნას ვახერხებდი, ოღონდ იქ ცოტა თურქული მოდაა. თავიდან რომ დავრეკე, ტანსაცმელი შემომიგზავნეთ-მეთქი, შემომიგზავნეს გადაშანელებული სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას. მივხვდი, რომ უკან უნდა გამეტანებინა. უძვირფასესი თეთრეული შემომიგზავნეს. თეთრი სატინა იყო, მაქმანებით, ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ვრეცხავდი და ვაუთოვებდი. მოკლედ, ახალი სტილი შევიტანე ციხეში.
რუსოც ისეთი ჩაცმულ-დახურული შემოვიდა ციხეში, შემოანათა, როგორც მზემ, აბსოლუტურად არაციხურად. მერე მოვერგეთ სიტუაციას.
იქ უფრო დემოკრატიულად გვეცვა და რომ გამოვედით, მგონი, იქაური მოდა აქ გადმოვიტანეთ. სპორტულ-დემოკრატიულია ის მოდა და ორივე დას ასე გვაცვია. მგონი, ასე გავაგრძელებთ. წარმოუდგენელი ის იყო, რომ იქიდან გამოსულებს დემნა გვასალია დაგვხვდა თავისი საოცარი მოდით და მოკლედ, დავემთხვიეთ…“