თბილისში, თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით გაიგუდა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში CO-ს დაგროვება ღია წვის კამერიანმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.
კომპანიაში “თბილისი ენერჯი” აცხადებენ, რომ დანადგარი ორჯერ ჩაჭრეს, თუმცა, მოქალაქემ ის თვითნებურად მაინც შეაერთა.
შს სამინისტრო მომხდარს იკვლევს.
კომენტარები