“მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს ტაქტიკა შეცვალა და ახლა იმ ხაზს ავითარებს, რომ თითქოს ძალიან ცუდადაა, უნდა, რომ წამების მსხვერპლად წარმოჩინდეს და მერე იქნებ ამით სტრასბურგის სასამართლოში მათთვის სასარგებლო დასკვნის მიღება მიაღწიოს – აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას”, – წერს გაზეთი “რეზონანი“ სტატიში სათაურით, “სააკაშვილი ტაქტიკას ცვლის და მძიმე ავადმყოფად უნდა თავი წარმოაჩინოს, რათა სტრასბურგში მოგების შანსი ჰქონდეს“ – ზაალ ანჯაფარიძე
“მისი თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხუთშაბათის სხდომას სააკაშვილი არ ესწრება. მეორე მიზეზად კი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ ამ სხდომაზე დასწრება პირველ რიგში წამგებიანი ექსპრეზიდენტისთვისვე იყო, რადგან საზღვრის უკანონო კვეთა ყველანაირი მონაცემებითაა დადასტურებული, თანაც არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ უკრაინის. “სააკაშვილს და მის ადვოკატებს თავის სამართლებელი არა მგონია ბევრი რამე ჰქონდეთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საჯარო გამოსვლებზე ის და მისი მხარდამჭერები დიდ იმედებს აგებდნენ, რამაც უფრო ბუმერანგის ეფექტი გამოიღო. მას შემდეგ, რაც პირველ ორ გამოსვლაში ფიასკო განიცადა, ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ტაქტიკა შეცვალონ. “ეს საქმე სააკაშვილისთვის მომგებიანი არაა, ის ვერ შეძლებს თავი იმართლოს, რომ საზღვრის გადმოკვეთა სხვას გადააბრალოს. მეორეც, თუ დააკვირდებით, ის ხაზი, რასაც ბოლო დღეებში მისი ექიმები ავითარებენ, რომ სააკაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ შესანიშნავად იყო, უცებ ორ დღეში ძალიან ცუდად ხდება, მისი მდგომარეობა უარესდება, უნდათ, რომ ის წამების მსხვერპლად წარმოაჩინონ და ეს ხაზი გაატარონ, რომ მერე იქნებ ამით სტრასბურგის სასამართლოს მათთვის სასარგებლო დასკვნის მიღებას მიაღწიონ. ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ის სასამართლოს არ ესწრება,” – განაცხადა მან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-მ ოთხშაბათს ათონელის რეზიდენციასთან აქცია გამართა. მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადა 3 საათამდე მისცეს, თუმცა პრეზიდენტი მათ არ შეხვდა და ამავე დროს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც პრაქტიკულად განაცხადა, რომ ქვეყანას სააკაშვილის პატიმრობაზე გაცილებით სერიოზული პრობლემები და გამოწვევები აქვს. ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციისთვის და მთლიანად პოლიტიკური კლასისთვის გამიზნული სიგნალი იყო. “მომიტინგეები რომ პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებენ და ვადას აძლევენ, ურთიერთობის ეს მანერა “ნაციონალური მოძრაობისთვისაა” დამახასიათებელი. ჯერ ერთი შეურაცხმყოფელია, რომ პრეზიდენტს ვიღაცამ ვადები დაუთქვას და ულტიმატუმები წაუყენოს, ეს არასერიოზული, არაკონსტრუქციული და არათანამედროვე საქციელია. “თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტი არ შეხვდებოდა, გამომდინარე იქიდან თუ აქციაზე ვინ იდგა, მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი და შთამბეჭდავი არ იყო, მეორეც ის, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხზე თავისი პოზიცია ორჯერ მკაფიოდ დააფიქსირა. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მან საკუთარი რეპუტაცია, ავტორიტრეტი, ყველაფერი სასწორზე დადოს და გადაწყვეტილება უცბად შეცვალოს?!“, “სააკაშვილის ირგვლივ არაფერი ისეთი არ ხდება, რომ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილება შეცვალოს. ის, რომ პრეზიდენტრი თავის განცხადებაში სხვა საკითხებს შეეხო, ესეც ოპოზიციისთვის და მთლიანად პოლიტიკური კლასისთვის გამიზნული სიგნალი იყო, რომ დღეს ქვეყანაში სხვა საკითხები უფროა პრიორიტეტული, ვიდრე ოპოზიცია ამბობს და უფრო პრიორიტეტულ თემებზე გადაერთვნენ, ვიდრე ერთმანეთზე კინკლაობაა,” – განაცხადა ანჯაფარიძემ”, – წერს სტატიის ავტორი.