ჟურნალისტ ლელა კურდღელაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:
“გამაოგნებელი არგუმენტი მოუფიქრებიათ სააკაშვილის “გასათეთრებლად”! – ცხრა მილიონს ედავებიან და თვითონ უარესი გაფლანგესო! – ამ არგუმენტის შემქმნელი ან ნაძირალაა, ან განუვითარებელი! – ვინც ამ არგუმენტის ირწმუნა, ისიც!
ახლა უფრო კონკრეტულად: ყველას ყველაფერი მოეთხოვება -5 ლარიც კი, თუ მისი წარმომავლობის შესაბამის დასაბუთებას ვერ შეძლებს!
რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ფონდიდან გაფლანგულ 9 მილიონს, ალბათ არ იცით, რომ იმავე პერიოდში გაცილებით მეტი მილიონი, სავარაუდოდ, მილიარდიც კი, არამიზნობრივადაა გახარჯული ( 2008 წლის შემდეგ 4 მილიარდი დოლარის დახმარება შემოვიდა ქვეყანაში და ისე ითვისებდნენ, შესაბამისი დოკუმენტაციის ფორმალურად მომზადებაც კი ეზარებოდათ!), თუმცა, 9 მილიონი იმიტომ გახდა სადაო, რომ აქ მეტია მტკიცებულება და სხვა საქმეებში მტკიცებულებების დიდი ნაწილი განადგურებულია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიცით, მაგრამ ვერ ვამტკიცებთ! ანუ, ბრალდება დაობს იმაზე, რისი დამტკიცებაც შესაძლებელია იურიდიულად! ჟურნალისტიკაში ბევრი რამის თქმა მოსულა, თუ გონივრული დასაბუთება არსებობს, მაგრამ სასამართლო პროცესზე ეგ ჟურნალისტური მიგნებები კვამლივით ორთქლდება! – ასეთია განვითარებული სამყაროს სამართალი და კი გახსოვთ, ალბათ, ალ კაპონეს გადასახადების დამალვის გარდა დარღვევას რომ ვერ ედავებოდა ფედერალური გამოძიება.
რაც შეეხება იმას, რომ ამჟამინდელებიც ფლანგავენ და კორუფციაზე უარს არც ესენი ამბობენ! – როგორ ფიქრობთ, ვინმეს შერჩება? მით უმეტეს, თუ ისეთი შავი ძაფებით ბლანდა ფინანსური დოკუმენტაცია, როგორც ამ ე.წ. პიჯაკების საქმეშია? – პირდაპირ გეუბნებით, ვერ შერჩება. თუ არა და, ეგერ მიშა! მაგასაც ეგონა, რომ შერჩებოდა!
და კიდევ, იმ ნორმალურ ქვეყნებში, ყველას რომ მოგვწონს, გამორიცხულია სასამართლო სისტემა ასე სათრევი გახადოს ვინმემ და ასე სათრევად მიუგდოს ხელისუფლებამ სამართალდამცველი და მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერ ძალას! ჰოდა, ძაან ამოვიდა უკვე ყელში ამ ორი პოლუსის სიფარჩაკე! – ერთის უკიდეგანო უტიფრობა და მეორის უკიდეგანო ამორფულობა! არც ერთს არაფერი ეპატიება, იმიტომ, რომ ერთმანეთზე უკეთესები ვერ არიან! – ეს ერთი და მეორეც, ყველას ყველაფერი მოეკითხება იმ სტანდარტით, რომელსაც ადგენს კანონმდებლობა და არა იმ ბელეტრისტიკის დონეზე, რასაც ახლა გვასმენინებენ დიდი დოზით!”- წერს ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში.