ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნების – სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნინუასა და ცაბაძეს კონკრეტული ხედვა და ღვაწლი აქვთ თავდაცვის სისტემასთან მიმართებაში.
„კრიტიკა დაკავშირებული იყო იმ ვიდეოსთან, რომელიც გავრცელდა, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი – გიორგი ცაბაძე. მან პირადად მთხოვა გამომდინარე რეფორმების განხორციელების და მოკვლევის მიუკერძოებლობის ინტერესებიდან, გადადგეს თანამდებობიდან, თუმცა ხაზგასმით ვამბობ – დროებით, სანამ მოკვლევა საბოლოო პასუხს არ იტყვის. იმ შემთხვევაში თუ არ გამოვლინდა მოკვლევის საფუძველზე მათი პოლიტიკური ნიშნით აქტიურობა, მე მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ. მათ აქვთ კონკრეტული ხედვა და ღვაწლი თავდაცვის სისტემაში“, – განაცხადა იზორიამ.
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
ლევან იზორია – თუ არ გამოვლინდა მოკვლევის საფუძველზე მათი პოლიტიკური ნიშნით აქტიურობა, მე მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას
2016/11/17 14:12:13
ნანახია: 1715 ჯერ