ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ავტომანქანისთვის განკუთვნილ, დაბალი ხარისხის იაფფასიან მაგნიტოფონებზე, მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ბრენდის – SONY-ს სასაქონლო ნიშნის უკანონოდ განთავსებას და შემდგომ, უკანონდ ნიშანდებულ საქონელს ე.წ. „ლილოს ბაზრობის“ ტერიტორიაზე მოტყუებით ასაღებდა, როგორც „SONY“-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქციას. საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საგამოძიებო სამსახურის მიერ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულა ბრალდებულის მიერ რეალიზებული, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული ტექნიკა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.