თბილისში, საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილას მშენებარე კორპუსია და გარდაცვლილი გოგონა ორმოში მუშებმა იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გოგონას ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები