”მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, ”ქართული ოცნების” ახალ წევრ დავით კოღუაშვილს მოუწოდებს, გოგი თოფაძის ხსენებას თავი დაანებოს.
”მოვუწოდებ ბატონ კოღუაშვილს, თოფაძის გვარის ხსენებას თავი დაანებოს. უმცროს კოლეგას მე ასეთ რჩევას ვაძლევ. რომელ კოალიციაზეა საუბარი? კოალიცია, პრაქტიკულად, დაშლილია. რომ იძახის სხვადასხვა პოზიციების მქონე განცხადებები არ უნდა ისმოდესო, თუ ასეა კოალიციის შიგნით, ამა თუ იმ კანონთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული? ბუნებრივია, ეს კითხვა ისმის. ბატონო კოღუაშვილო, თოფაძე არ არის თქვენი არც ქვეშევრდომი და არც ის პიროვნება, რომელსაც პრესის საშუალებით და ასე ხმამაღლა შეგიძლიათ მოუწოდოთ. ყველას გვაქვს ჩვენი პოზიცია, აზრი ყველა მიმართულებით. ნუ გვახვევს თავის პოზიციას თავზე”, – განაცხადა ტყემალაძემ.