საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც ხვალ უფლებამოსილების ვადა ეწურება, მუშაობას ნატო-ში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად გააგრძელებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.
როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის ის კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
“თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას ვუხდი ოთხწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის. შესაძლოა, არ ვიყავი კარგი რესპონდენტი, მაგრამ ვცდილობდი. დარწმუნებული ვარ, კიდევ შევხვდებით. მე ვარ სამხედრო მოსამსახურე. გავაგრძელებ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. არის შემოთავაზება, ნატო-ში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ, სასიკეთო საქმეს გავაკეთებ”, – განაცხადა კაპანაძემ.