“თუ ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდათ და სააკაშვილის ფაქტორი ნამდვილად პოლიტიკური ჭაობია, მაშინ მათ უნდა გადაწყვიტონ და ჩამოსცილდნენ მას, ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმაც ეს უნდა ვურჩიოთ – ამის შესახებ „რეზონანსთან” ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ოპოზიციური ფლანგის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თუ პარტიები თვლიან, რომ სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკური ჭაობია, უნდა ჩამოსცილდნენ – აბაშიძე
“ამბობს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში არაადეკვატური გახდა, დაპირისპირებაა, როგორც ენმ-სა და ზოგიერთ წვრილ პარტიას შორის, ისე თავად „ნაცმოძრაობის” შიგნით. აქედან გამომდინარე, მათ ერთობასა და რაიმე პერსპექტივაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევიცაა და რთულიც. „ენმ-სა და ევროპულ საქართველოს შორის დაპირისპირებები საზოგადოებას ადრეც უნახავს, თუმცა გადამწყვეტ მოიმენტში, როცა საქმე ნებისმიერი არჩევნების მეორე ტურს ეხებოდა, ისინი ერთად იყვნენ და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა დავინახოთ თუ ამ პარტიების ურთიერთობაში რა მოხდება და შემდეგ საბოლოო დასკვნები გაკეთდეს. ნამდვილად არაა ახალი, რომ სოცქსელებში თუ ტელესტუდიებში ამ ორი პარტიის პოლიტიოკოსები და სპიკერები ერთმანეთს უპირისპირდებიან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიცია ბოლო პრიოდში კიდევ უფრო აარადეკვატური გახდა, მათ პერსპექტივაზე მყარი პროგნოზის გაკეთება მიჭირს. სიები, რომელიც ამ პარტიებმა ცესკოში თავად ჩახსნეს, ახლა „ოცნებას” სთხოვენ, რომ აღადგინოს, რაც კანონის მიხედვით სრული აბსურდია. ვნახოთ ოპოზიცია შუალედურ არჩევნებზე რგორ მოიქცევა, იქნება თანამშრომლობა თუ უფრო დაშორიშორება მოხდება, ამას რამდენიმე კვირაში ვნახავთ. „აღსანიშნავია, რომ „ენდიაის” ბოლო კვლევაში ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა რატომღაც გამორჩა. კითხვა „როგორ უყურებთ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას”. მიმაჩნია, რომ სწორედაც რომ სააკაშვილის დაბრუნებამ თუნდაც „ნაცმოძრაობის” რეიტინგი კიდვ უფრო დაბლა დასწია, რომელიც „ენდიაისვე” კვლევით, რომლისაც ოპოზიციას სჯერა, 10%-ზე ქვემოთაა. თუ ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდათ და სააკაშვილის ფაქტორი ნამდვილად პოლიტიკური ჭაობია, მაშინ მათ უნდა გადაწყვიტონ და ჩამოსცილდნენ. და ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმაც ეს უნდა ვურჩიოთ“, – განაგრძობს გამოცემა.
“თავად ენმ-ში ნიკა მელია ჩააჩოჩეს და ახალი პოლიტიკური თანამდებობა შექმეს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის სახით, როცა იგივე ფუქნცია პარტიის თავმჯდომარეს აქვს. წინა ასპარეზზე სრულიად არაქარიზმატული პოლიტიკოსი კობა ნაყოფია გამოიყვანეს. ბუნებრივია აქ ნდობის მომენტია, სააკაშვილის ოჯახი პარტიის პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურადაა ჩარეული, უწინარესაც თემურ და გიული ალასანიები, ეს ცვლილებები კი სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. „ის, რომ ნიკა მელია თანაპარტიელებს უკვე ძალიან აგრესიულად მოიხსენიებს და შესაბამის პასუხსაც იღებს, მიუთითებს, რომ მათ შორის დაპირისპირებაა. ქალბატონი მაია ორჯონიკიძე გიული ალასანიას ოჯახის მეგობარია და სწორედ ისაა მელიასა და მისი ფლანგის კრიტიკის მედროშე. არაა გამორიცხული, რომ გაზაფხულზე ე.წ. საპროტესტო გამოსვლებში კიდევ მორიგი წარუმატებლობა მიიღონ და ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფო კრისტალიზაცია მოხდეს,” – განაცხადა აბაშიძემ”, – წერს სტატიის ავტორი.