„დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი უკრაინული ბრიგადის საარტილერიო ცეცხლმა მტრის ტექნიკის 5-ზე მეტი კოლონა და ცოცხალი ძალა გაანადგურა“, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
„მტერი დემორალიზებულია და მძიმე დანაკარგებს განიცდის. დაფიქსირდა დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობის მრავალი შემთხვევა. მტერი მიხვდა, რომ პროპაგანდა და რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ოკუპანტებს ჩვენი ეშინიათ. უკრაინის დამცველები აგრძელებენ სტაბილურ დაცვას. დიდება უკრაინას! ერთად გავიმარჯვებთ!“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.