შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი მღებრიშვილი კიბერდანაშაულის მიმართლებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
ამის შესახებ მღებრიშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ირმა ინაშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„კიბერდანაშაული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მე გეთანხმებით იმაში, რომ კანონმდებლობა დასახვეწია, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თქვენთან. ჩვენ მომავალ წელს ვგეგმავთ ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებების შეძენას. გარდა ამისა, ჩვენ აშშ-სთან და ესტონეთთან ერთად ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებას. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აქტიურად ვითანამაშრომლოთ და კანონმდებლობაც დავხვეწოთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილი “პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას გეგმავს
2016/11/25 14:27:29

ნანახია: 1397 ჯერ