ტელეკომპანია “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას, “გირჩი”-ს წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ, მედიის მისამართით შენიშვნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში ის ასრულებს ერთგვარი წამქეზებლის როლს რუსეთ-უკრაინის საომარი ვითარების პირობებში.
“ჩემი აზრით, რაც არის გასაკეთებელი, მედია იქნება თუ ოპოზიცია, დროებით შეწყვიტოს ჩხუბი ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე და დავიწყოთ საუბარი იმაზე, როგორ ვიქცევით, თუ მტერი შემოდის”- მიმართა იაგო ხვიჩიამ წამყვანებს, რასაც ეკა მიშველაძემ უპასუხა, რომ არ მიიღებს ამ შენიშვნას და მედია არაფრის წამქეზებელი არ არის.
კომენტარები