ჟურნალისტმა მაია ასათიანმა თავის გამომწერებს ომის დროს ფსიქიკის გადარჩენის ხერხი შესთავაზა. მან დაწერა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ უმუშევარია და ბევრი თავისუფალი დრო აქვს გადაწყვიტა ნიუსები 3 საათში ერთხელ ათვალიეროს, დანარჩენი დრო კი სასიამოვნო აქტივობებს დაუთმოს.
“ასეთი გეგმა მოვიგონე, ომის დროს ფსიქიკა რომ გადავარჩინო, ნიუსებს მხოლოდ 3 საათში ერთხელ ვამოწმებ. გამომდინარე იქიდან, რომ უმუშევარი ვარ და ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, გრაფიკი შევადგინე და მხოლოდ სასიამოვნო და სასარგებლო აქტივობებით ვარ დაკავებული. იმედია, დედამიწაზე ბოლო ადამიანები არ ვართ და თუ ვართ, კარგ ხასიათზე მაინც წავალ იმ ნაპირას. თქვენც იმავეს გირჩევთ…” – წერს მაია.
კომენტარები