ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტარს, მაგრამ “მასხარამ” ჩვეულებისამებრ ისეთი შოუ მოაწყო, რომ ვფიქრობ საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს!!!
2 წლის წინ, ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს წევრებს, რის გამოც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებს შორის.
ამის შემდეგ ხაბეიშვილი ფიზიკურად დამიპირისპირდა მე, ადამიანს რომელიც საერთოდ არ ვიყავი ამ კონფლიქტში ჩართული.
შემდეგ “ მასხარამ” იჩივლა პროკურატურაში ჩემი სამი კოლეგის წინააღმდეგ, და მისი ჩვენებების და ასევე პირდაპირ ეთერში ამ კონფლიქტის კადრების გასვლის შემდეგ მეც დამიბარეს პროკურატურაში, სადაც ჩვენებები ჩამომართვეს და აღიძრა საქმე მოკლედ ორივე მხარის
მიმართ!!!
ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო პაუზა და შესაბამისად დროში ძალიან გაიწელა..
2 კვირის წინ მე გამოვიჩინე ინიციატივა, ვიმეორებ ჩემი ინიციატივით, დავურეკე “ მასხარას” კოლეგას ნაც. მოძრაობიდან და ვუთხარი, რომ ვაპირებდი გამოძიებისთვის წერილობით მიმემართა, რომ არ მაქვს არავითარი პრეტენზია ხაბეიშვილის მიმართ, რათა ჩემი კოლეგის მიმართ, ჩვენი კონფლიქტის საფუძველზე არ დამდგარიყო შესაძლო სს პასუხისმგებლობა.
და ხაბეიშვილს მოვუწოდე იგივე ნაბიჯი გადაედგა ჩვენი სამი კოლეგის მიმართ, რაზეც ( ობიექტურად უნდა ითქვას) მეორე დღესვე თანხმობა მივიღე და მოკლედ ორივე მხარემ მოვაწერეთ ხელი რომ პრეტენზიები ამ კონფლიქტიდან გამომდინარე არცერთს ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს!!!
აქედან გამომდონარე, წინა კვირას დაიბარეს ზემოხსენებული საკრებულოს სამი დეპუტატი სასამართლოში, სადაც მოსამართლემ აუწყა რომ მათ მიმართ ხაბეიშვილს პრეტენზია არ აქვს და თუ თანახმანი იქნებიან ამნისტირებული მუხლების საფუძველზე საქმე დასრულდებოდა – რაზეც თანხომა იქნა გამოთქმული და სხდომა ზუსტად 4 წუთში დამთავრდა!
ზუსტად იგივე პროცედურის გასავლელად ჩაინიშნა დღეს სხდომა ხაბეიშვილის მონაწილეობით, რომ მოსამართლის კითხვაზე – არის თუ არა თანახმა, შეეხოს ამნისტია და მის მიმართ საქმე დაიხუროს.
ზუსტად 4 წუთიანი პროცედურა იყო გასავლელი, რაც წინასწარ იყო მისთვის და მისი ადვოკატისთვის ცნობილი!..
მან კი შოუ მოაწყო და იგივეს აგრძელებს ახლაც..
საზოგადოებამ მინდა იცოდეს, მე ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, რომ ჩვენი კონფლიქტის გამო ხაბეიშვილს შესაძლო პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა, დათანხმდება თუ არა ჩემი მხრიდან გადადგმულ ამ კოლეგიალურ ნაბიჯს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.
მე ჩემი გავაკეთე, მას შეუძლია დღესვე დაასრულოს სასამართლო დავები და უბრალოდ მიიღოს ჩემი მხრიდან შეთავაზებული ეს კოლეგიალური ჟესტი, ან გააგრძელოს სასამართლო დავები და განაგრძოს შოუების მოწყობა.”