დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა „პალიტრის“ ეთერში ჟურნალის მერაბ მეტრეველისა და პოლიტიკოს დავით უსუფაშვილის დაპირისპირება გახდა საქართველოს ნეიტრალიტეტის თემაზე. მერაბ მეტრეველის ამ გადაცემის შემდეგ ხელისუფლების წევრებმა განაცხადეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
თემას გამოეხმაურა იუმორისტი და ტელეწამყვანი, მიშა მშვილდაძეც და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი სინამდვილეში მადლობას იმსხურებს:
„სინამდვილეში, მერაბ მეტრეველს ყველამ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ ეს ნეიტრალიტეტის იდეა ერთ საღამოში დაბრიდა, სანამ მთავრობის პროპაგანდა ლამაზ-ლამაზი მარკეტინგით შეფუთულს შემოგვაპარებდა ჩაიში – წულუკიანიც მგონია, რომ მაგაზე შეეკაპასა და ვოლსკის ამოლუღლუღიც ეგრე უნდა გავშიფროთ:
აქვე მკაფიოდ და დაბეჯითებით გთხოვთ, რომ კომენტარებში მერაბის მიმართ დაიცვათ კორექტულობა. უკანასკნელებზე ხსნილია…“