სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” ჩაერთო – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ წერს.
„სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” ჩაერთო. ნეიტრალიტეტზე მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებულ კამპანიას ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად „ქართულ ოცნებას“ აბრალებს“, – ნათქვამია Facebook-ისგვერდზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „დისკუსია ნეიტრალიტეტის შესახებ იყო საზოგადოების დატესტვა და ხელისუფლებამ ნახა, რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საწინააღმდეგო პოზიციებია“.
კომენტარები