ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ასე მგონია, რეალობას მოვწყდი.
მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირივარ.
54 წელი შენთან ერთად… დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს- გაგაქავ… დამთავრებული შენი ბოლო წერილით… უამრავი სიხარულით და ბედნიერებით… ჩემზე და ჩემს შვილებზე ზრუნვით. ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობასთქო და… ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში… როგორც ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან.
რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ… როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და… ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი…
რა მტკივნეულო ყოფილა ეს იმედის სხივი… იქნებ… იქნებ… იქნებ…
ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა…
მამიდა ამბობს, დაველოდებიო…
მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს…
არ ვიცი… რეალობას მოვწყდი…”