პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე პროკურატურა მეზობელი ქვეყნებიდან 20-ზე მეტი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაზე ელოდება პასუხს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შოთაძემ განაცხადა, რომ საუბარია მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა მათი დასახელებისგან გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე თავი შეიკავა.
მთავარი პროკურორის თქმით, მას ესმის რომ უკვე დიდი დროა გასული, მაგრამ მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია.
„20-ზე მეტი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ვიდეოკადრები ატვირთულია არა საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან და ჩვენ ველოდებით სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხებს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.