ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მასაჟისტ დოტის მიერ გაწეულ მომსახურებას იხსენებს.
“აგვისტოს ომიდან 5 თვის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოიყვანა მსოფლიოში ცნობილი, ელიტური მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. დოქტორ დოტი, რომელმაც ექსპრეზიდენტს შესაბამისი მომსახურება გაუწია.
👉 მასაჟისტის საქართველოში შემოსვლისას და გასვლისას საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა, 👉 თუმცა დოქტორ დოტიმ მიხეილ სააკაშვილის მომსახურებისა და საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები თავად გაასაჯაროვა.
👉 მისთვის ქვეყნის პრეზიდენტისთვის მომსახურება პირველი იყო, ამიტომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ბლოგი მიუძღვნა:
„წუხელ მასაჟი დედამიწაზე ყველაზე სიმპათიურ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გავუკეთე.1407926995359264 ის საქართველოს პრეზიდენტია და ძალიან მხიარული მოსაუბრე“, – ამ სიტყვებით იწყებს წერას საკუთარ ბლოგზე დოქტორი დოროთი. ცნობილი ამერიკელი მასაჟისტი ე.წ. დოქტორ დოთი მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ივნისში გერმანიაში გაიცნო. მაშინ ექსპრეზიდენტი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკერსა და კონდოლიზა რაისს უნდა შეხვედროდა. სასტუმრო, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირველად დოქტორ დოთს შეხვდა, უცნობია. მასაჟისტი საკუთარ ბლოგში სასტუმროს სახელწოდებას არ ამხელს. „სასტუმროში დიდი ალიაქოთი დამხვდა. დაცვით იყო იქაურობა სავსე. კონდოლიზა რაისს ელოდებოდნენ. არავის უშვებდნენ. ვუთხარი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩემს მასაჟს ელოდებოდა. თავიდან არ დამიჯერეს. მერე რაციით გადაამოწმეს და გამაცილეს კიდეც. ის ძალიან მხიარული მოსაუბრეა. თავიდან სულ რაღაც 30 – წუთიანი მასაჟი უნდოდა. მაგრამ 90 წუთის შემდეგ მითხრა, რომ ეს არის საუკეთესო მასაჟი მის ცხოვრებაში. მიხეილის დაცვის წევრები ამ ხნის განმავლობაში ოთახთან იცდიდნენ. ის ინგლისურად კარგად საუბრობს. მითხრა, რომ მისი საყვარელი ჯგუფი მეტალიკაა და როკის დიდი მოყვარულია. მე ადრე საუდის არაბეთის პრინცს გავუკეთე მასაჟი, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, სააკაშვილი პირველია. მე აღფრთოვანებულმა ვკითხე: ძალიან მასიური და დაჭიმული კისერი გაქვთ… „მე ხომ რუსეთი მაზის ამ კისერზე“, – მიპასუხა მან და ჩვენ ორივემ ბევრი ვიცინეთ ამაზე”.
👉 ამერიკელი მასაჟისტი საქართველოში იმავე წელს, შემოდგომით უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, მისი საქართველოში ჩამოსვლა 2009 წლის თებერვალთვის გადაიდო.
👉 დოქტორი დოროთი შტეინი საქართველოში 2009 წლის თებერვალში გერმანიიდან ბათუმში თვითმფრინავით ჩამოფრინდა. პრეზიდენტის დაცვის თანხლებით ბათუმი და ზღვის სანაპირო დაათვალიერა.
👉 მეორე დღეს კი თვითმფრინავით ბათუმიდან თბილისში ჩამოფრინდა.
👉 მიხეილ სააკაშვილმა დოქტორი სასტუმრო „კოპალაში“ დააბინავა.
„მასაჟი თბილისშიც პოლიტიკაზე საუბრით გრძელდება. ბედნიერი მეუღლე – ორი შვილის მამა მართავს ქვეყანას და, ამავე დროს, მაინც პოულობს დროს მასაჟისთვის. პრინციპში, იმ საშინელი ომის შემდეგ მას, მართლაც, სჭირდება მასაჟი მხრებზე, რომელზე ჯდომასაც კვლავ ცდილობს რუსეთი. ნაძირლები. ბატონი პრეზიდენტი ისეთი განათლებულია, ხელგაშლილი, ძალიან კარგად მეპყრობა, თავს დაცულად ვგრძნობ. ყველაფერს მისრულებს, რაც შეიძლება მოვისურვო. როგორც კი მხედავს, მაშინვე იმას მეკითხება. ხომ არ მშია და შემდეგ იწყებს უამრავი კერძის შეკვეთას“, – დოქტორ დოთი”, – წერს დარეჯან მეფარიშვილი.