“ნატო” იგებს უკრაინელების ხელით ომს, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას – ამის შესახებ “კვირის აქცენტების” წამყვანმა, ნიკა გვარამიამ, გადაცემაში განაცხადა.
“ ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ “ნატოს” პოზიციონირებაზე, იმაზე, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, მაგრამ რეალურად “ნატო” აწარმოებს ამ ომს. პუტინს ე.წ კაზუს ბელის მიზეზს არ აძლევს, იმიტომ რომ ყველგან ამბობს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ნატო-რუსეთის ომი არ მოხდეს. ანუ “ნატო” რეალურად იგებს ომს, მაგრამ ისე რომ არ აწარმოებს. არაფრით არ ვაკნინებ მე უკრაინელებს. “ნატო” იგებს უკრაინელების ხელით ომს. უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება უკრაინას. სამწუხაროდ ვერაფერი შეიცვლება, რადგან გეოპოლიტიკა ცინიკური რამ არის, მათ შორის იმ დროსაც როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე”.
კომენტარები