ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გავლენიანი ბრიტანული გამოცემის – Financial Times ჟურნალისტი საქართველოს ეწვია.
სიმონ ჯეიმს ასბორნი ტურის მანძილზე თბილისს დაათვალიერებს და სვანეთს ეწვევა, სადაც სამთო კურორტებს, სვანეთის სოფლებს, ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნობა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, Financial Times-ში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიის გამოქვეყნება ხელს შეუწყობს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების გაზრდას.
„მე სტატიას ვწერ საქართველოს შესახებ Financial Times-ის გამოცემისთვის. პირველი შთაბეჭდილება არაჩვეულებრივია საქართველოზე, მზე ანათებს და ლამაზი დღეა. მთელი დღე თბილისში გავატარე, ვტკბები ლამაზი ხედებით და დავაგემოვნე არაჩვეულებრივი ქართული სამზარეულო, ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ვიმყოფები“, – აცხადებს ჟურნალისტი სიმონ ჯეიმს ასბორნი.