უბედური შემთხვევა მოხდა სიღნაღის რაიონში. სოფელ ულიანოვკაში მაზლმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას და დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა.
ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები