ზიკას ვირუსის პრევენციის მიზნით აჭარაში სადეზინფექციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ხდება ყველა შენობა-ნაგებობისა და სკვერების დეზინფექცია.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ეს არა მხოლოდ ზიკას, არამედ დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებებია და პრევენციისთვის ყოველწლიურად ტარდება.
მათივე თქმით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ბათუმის შემოგარენში დაფიქსირდა, სავარაუდოდ ის სარფიდან ტვირთს შემოჰყვა.
კომენტარები