რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ?! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი წერს და საქართველოს ექს-პრემიერს იხსენებს.
„მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა, ხვალე ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო… კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა…
ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით, მიუხედავად ამისა, არასოდეს გამიბედია, მისთვის საჯაროდ „შენობით” მიმემართა (ამაზე ბრაზობდა 🙂 ).
მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს – აი, ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა.
გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.
მენატრება ხოლმე ზურა.
რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო – ზურა რომ არ მოეკლათ?!” – წერს ყანდიაშვილი.
კომენტარები