ესენი უკვე მეხუთე კოლონა კი არა, მტრული ძალების ღია გამოვლინებაა ქვეყანაში, – ამის შესახებ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
... დიდი ხანია ვამბობ:
– ნაძირალების ნაციონალურ მოძრაობას მისი ნაგლეჯებითა და ფილიალებით, მათ იდეოლოგიურ მხარდამჭერებს მედია-სივრცეში( მათ შორის ე.წ. ბლოგერებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს), ტვ “ალტ-ინფოს”, ამავე დასახელების და მათთან აფილირებულ პოლიტიკურ მოძრაობასა და პარტიებს ჰყავთ ერთი საერთო იდეოლოგიური და დამფინანსებელი პატრონი :
-საქართველოს და მისი დღევანდელი ხელისუფლების მოსისხლე მტერი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ( ФСБ) და მისი სულისჩამდგმელი და მეთაური ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი!!!
ესაა სიმართლე, რომელიც აბსოლუტურად ყველა მოვლენითა და განვითარებული პროცესების თვალის მიდევნებით უდავოდ მტკიცდება!!!
ესენი უკვე მეხუთე კოლონა კი არა, მტრული ძალების ღია გამოვლინებაა ქვეყანაში!!!
პ.ს.: ვისაც არ გესიამოვნათ ჩემი ეს განცხადება, გთხოვთ მიბრძანდეთ ჩემი გვერდიდან და საერთოდ, ჩემი ფიზიკური თუ ვირტუალური სიახლოვიდან-ვინც გნებავთ იყოთ , შინაური თუ ჩემთვის უცხო ადამიანები”, – წერს მირიან ყარაულაშვილი.