ყველაფერი სასიკეთოდაა, ტვინი აბსოლუტურად სუფთაა, სიმსივნე დამარცხებულია, – ამის შესახებ პოლიტიკოსი გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გია მაისაშვილი გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
“დიდი სიხარულითა და მადლიერებით ვატყობინებ მათ ვინც ამდენი თვეების მანძილზე იზიარებდა ჩემს ბრძოლას და ჩვენთვის ლოცულობდა, დღეს საღამოს გადამიღეს გეგმიური ტომოგრაფია თავზე. ყველაფერი სასიკეთოდაა, ტვინი აბსოლუტურად სუფთაა, სიმსივნე დამარცხებულია. დაე, დარჩეს სამარადისოდ დათრგუნულ დასამარებული, არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ, ჯანმრთელი სხეული იმარჯვებს, სიცოცხლეს გაუმარჯოს!, – წერს მაისაშვილი.
კომენტარები