ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მსხვერპლით დასრულდა. თოდოგაურის დასახლებაში ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
		კომენტარები
		
			    				    	
					