„ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი, ანი ახლახან გათხოვდა. მისი რჩეული უცხოელია.
ნინუცა ორჯონიკიძემ „შუადღის“ ეთერში ანი და მისი ბებია, დაჯი ფხაკაძე ჩაწერა.
ანიმ თავისი ქორწილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელის მოწერაზე მამა ცრემლებს ვერ იკავებდა, დედა კი ჩუმად ტიროდა:
„დედას ძალიან უჭირს ემოციების გამოხატვა, ყოველთვის არის თავშეკავებული და მოკრძალებული. ხელის მოწერაზე სადღაც 35 კაცი ვიყავით. დედას რომ ვუყურებდი, მშვიდად იყო, ნერვი არ აუტოკდა, მამა უფრო ტიროდა. დარბაზიდან გასვლა რომ დაიწყო ხალხმა, მერე დავინახე დედა, ისე ტიროდა…
სადაც უნდა ვცხოვრობდე, სულ აქეთ მინდა ყოფნა. თავიდან სულ გაქცევაზე ვიყავი… დედა და მამა მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში მომინდებოდა, ადრე სულ გაქცევაზე ვიყავი, ახლა კი რაც დრო გადის, აქაურობაზე ტკბილი და სასიამოვნო, კომფორტული არაფერია…“