საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას (http://marshalpress.ge/archives/76666) “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება:
“საერთოდ მიშამ შექმნა ადამიანი! უფალია!”, – ასე პასუხობს სოციალური ქსელის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ-ერთი ქალბატონის კომენტარს.
სოციალური ქსელის მომხმარებლის რეპლიკას – “თუ არ მოგწონთ მიშა, გაეთრიეთ ”ნაცმოძრაობიდან”. შექმენი ჩერგოს პარტია და წაიყვანე ყველა მოღალატე. ”ნაცმოძრაობა” მიშას შექმნილია და ის ყოველთვის ლიდერი იქნება ამ პარტიის” – თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს: “საფლავში წაიღებს თუ უკვდავებას მიაღწია?”
“რაც შეეხება მაგ კაცს, ჩემი მოწონება არაფერ შუაშია – ამომრჩეველს არ მოსწონს, მე კი ბიძინას დამარცხება მინდა და არა მიშას არაჯანსაღი ვნებების დაკმაყოფილება”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვაზე – საიდან დაასკვენით, რომ ამომრჩეველს მიშა არ მოსწონს? – ჩერგოლეიშვილი პასუხობს:
“ყავაში ჩავიხედე. საიდან უნდა დამედგინა? ”რუსთავი 2” ზომავდა და შედეგები რომ არ მოსწონდა მალავდა. ცალ ფეხზე ეკიდა პარტია არჩევნებში რა შედეგს დადებდა თუ თვითონ არ იქნებოდა პირველი. ბევრი ილანძღოს და იჭორავოს და იმ ნახევრის, ნახევრის, ნახევარიც აღარ დარჩება. ახლა თქვენ თუ გსურთ ხატი დაწერეთ და ილოცეთ”, – პასუხობს ჩერგოლეიშვილი.